ლექსები ემიგრანტებზე

ემიგრანტი

იყო ემიგრანტი ეს დიდი ტვირთია,
იყო ემიგრანტი არ არის ადვილი,
ძალიან რთულია სადღაც სხვა პოლუსზე
კარგად დაიმკვიდრო შენ შენი ადგილი.

აქ მუდამ უცხო ხარ, აქ მუდამ გერჩიან,
შენი ფიქრები სამშობლოს ერთვიან.
აქ მუდამ განიცდი და მუდამ გებრძვიან,
შენი ერთგული მხოლოდ ღმერთია.

რამდენჯერ ვეცადე აქედან გაქცევა,
რამდენჯერ გავუძელი ავდარს,
რანდენჯერ ვიგემე სიმწარით წაქცევა,
რამდენჯერ შევებრძოლე ზამთარს.

იყო ემიგრამტი არ არის ადვილი,
ზოგჯერ გრცხვენია რომ ხარ ქართველი,
აქ თითქოს ყველას სახე დაუკარგავს,
დაკარგული სახე ნიღბით დაუფარავს.

ემიგრანტობა ტვირთია დიდი,
გარს გახვევია იმდენი ფლიდი.
მახეს გიგებენ, საფლავს გითხრიან,
ხოლო სიკეთეს ბოღმით გიხდიან.

აქ ყველას ერთი ტკივილი სტკივა,
თითქოს სიშორის სუსხისგან სცივა.
აქ თითქოს ყველას დარდი აქვს ერთი, 
ნოსტალგია და სამშობლოს ხვედრი.

ღმერთო, დამილოცე ემიგრანტი ყველა,
ღმერთო, დაიფარე, მათ სჭირდებათ შველა.
სევდა დაუამე, სიკეთე შთააგონე,
საკუთარ სამშობლოში ყველა დააბრუნე.

Комментариев нет:

Отправить комментарий