- პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
- პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები გამოიკვლევენ საფრანგეთში,ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას ,დაიყოფიან ჯგუფებად ,დაგეგმავენ რა საშუალებებით დააგროვებენ და გადაახარისხებენ მოპოვებულ ინფორმაციებს.თითოეული ჯგუფი აირჩევს საფრანგეთში ,ლევილის სასაფლაოზე დაკრძალულ ცნობილ ქართველ მოღვაწეს ,რომლის შესახებაც წარმოადგენს სიღრმისეულად მოპოვებულ მასალას.
- პროექტით განსახორციელებელი მიზნები:1921 წლის თებერვალ-მარტის სამხედრო ოკუპაციის შედეგებზე მსჯელობა ,რომელიც განხორციელდა რუსეთის მხრიდან,ქართული ინტელიგენციის ღვაწლის გააზრება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საქმეში,უცხოეთის ცის ქვეშ მოხვედრილი ქართული ეროვნული ემიგრაციის ტრაგიკულ ბედზე მსჯელობა.
- მოსწავლეები შეარჩევენ კვლევისთვის საჭირო მასალებს ,იმსჯელებენ რესურსებზე ,რომლებიც დასჭირდებათ პროექტის განსახორციელებლად.
- მოსწავლეთა ასაკი:მე-9 კლასი
- ვადები:3-6 თვე
- მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები განივითარებენ ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარ- ჩვევებს, იმსჯელებენ რუსეთის მხრიდან განხორციელებული ოკუპაციის შედეგებზე ,დააკავშირებენ ისტორიულ მასალას თანამედროვეობასთან .მოპოვებული მასალის ღრმად შესწავლის შემდეგ ,იმსჯელებენ ლევილის სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველ ემიგრანტთა ცხოვრება -მოღვაწეობაზე.შეძლებენ ისაუბრონ ცნობილ ქართველ ემიგრანტებზე:გრიგოლ რობაქიძესა და ქაქუცა ჩოლოყაშვილზე,თამარ და აკაკი პაპავებზე,ვალოდია გოგუაძესა და ნამეტია ბერძენიშვილზე, რომელსაც ,,ლევილის დედასაც,, უწოდებენ,ნოე ჟორდანიაზე და სხვ.
- სამუშაო ენა: ქართული
- საჭირო მასალები :ციფრული აპარატი,ცარცი ,ისტ.საშუალებები...
- პროექტის ფასილიტატორი:ირმა შელია
- პროექტის ფასილიტატორის ელფოსტა:ირმა186@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი,ბლოგი: http://irmashelia-irinka.blogspot.com/
საფრანგეთში,ლევილის სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველ ემიგრანტთა ცხოვრება და მოღვაწეობა
среда, 11 ноября 2009 г.
გაბნეული საფლავები
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий